ქართველმა მოთხილამურეებმა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს
ქართველმა მოთხილამურეებმა - ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. სოსო ჯაფარიძისთვის ეს არის პირველი ლიცენზია, ხოლო ნინო წიკლაურმა ოლიმპიური ლიცენზია უკვე მეოთხედ მოიპოვა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 4-20 თებერვალს გაიმართება. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს იასპარეზებს, სოსო ჯაფარიძე კი - 13-16 თებერვალს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო