ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
დღეს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკის მაია ჩიბურდანიძის დაბადების დღეა

დღეს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკის მაია ჩიბურდანიძის დაბადების დღეა

მაია ჩიბურდანიძე 1961 წელს ქუთაისში დაიბადა. 17 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ცხრაგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის, ოთხგზის საჭადრაკო ოსკარის და ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი ჯილდოს "ოქროს პაიკის" მფლობელი, სხვადასხვა წლებში იყო ბრაშოვის, ბუდაპეშტის, ბად-კისინგენის, ბელგრადის და იაიცეს ქალთა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. აღსანიშნავია, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა საერთაშორისო ტურნირებში: ბარსელონა, 1979, I-III ადგილი; ბაქო, 1980, VI ადგილი; ვინკოვცი, 1982, VI ადგილი; დორტმუნდი, 1983, IV ადგილი; დელი, 1984, I ადგილი; პოლიანიცაზდრუე, 1984, III ადგილი; ბანია-ლუკა, 1985, I ადგილი). 1980 წელს მონაწილეობდა სსრკ-ს ვაჟთა ჩემპიონატის I ლიგის ტურნირში, ხოლო 1984 წელს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის მფლობელ მსოფლიო დონის მოჭადრაკეს დამარცხებული ჰყავს დიდოსტატები: მ. ტაიმანოვი, ა. სუეტინი, ვ. ტუკმაკოვი, ვ. ანტოშინი, ე. გუფელდი, ე. ვასიუკოვი, ვ. კუპრეიჩიკი, მ. ჩანდლერი (ინგლისი), პომარი(ესპანეთი), ს. გარსია, ა. როდრიგესი (ორივე კუბა), ა. კულიგოვსკი (პოლონეთი) და სხვ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მაია ჩიბურდანიძეს ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და წარმატებებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო