ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის, ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონის გარდაცვალების გამო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის, ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონის გარდაცვალების გამო

ჯანსუღ ბაგრატიონმა 1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1977 წელს საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი - ფიზიკური კულტურისა და სპორტის სპეციალობით. სხვადასხვა წლებში ის გახლდათ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზაღზრდის კათედრის გამგე; თბილისის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე; საქართველოს სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე; საქართველოს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი.

ჯანსუღ ბაგრატიონს გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი და ერთი მონოგრაფია. მას 1998 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება და ამავე წელს დაჯილდოვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენითა და ღირსების ორდენით.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო