ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხანდაზმულთათვის ჩატარდება პირველობა ცურვაში

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხანდაზმულთათვის ჩატარდება პირველობა ცურვაში

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, 14:00 საათზე საპენსიო ასაკს მიღწეულ პირთა შორის ჩატარდება შეჯიბრი ცურვაში. ტურნირს "საქართველოს პირველობა ცურვაში ხანდაზმულ მოყვარულთა შორის" სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის საცურაო აუზზე (თემქის აუზი) ჩაატარებს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 60 წელს გადაცილებულ ქალბატონებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. გამარჯვებული აუზის (სიგრძე 25 მეტრი) ყველაზე მცირე დროში გადაცურვის შედეგად გამოვლინდება.

პირველ ადგილზე გასულ პირს გადაეცემა ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასულს - 1000 ლარის, ხოლო მესამე ადგილზე გასულს - 500 ლარის ოდენობით. სამივე ადგილზე გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება შეჯიბრის მონაწილე ორივე სქესის წარმომადგენლებს შორის ცალ-ცალკე.

ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 23 დეკემბრამდე ელ.ფოსტის მეშვეობით: abzianidzegeroge70@gmail.com ან ტელეფონის ნომერზე - 599 55 69 84.

ინფორმაციისთვის, მოცემული შეჯიბრის ჩატარება მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის და სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე გადაწყდა. ინიციატივა თეა წულუკიანს ეკუთვნოდა და ყველა ასაკის პირებისთვის სპორტზე ხელმისაწვდომობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო