ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე

ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე (89 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. დავითაძემ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამურად 370 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

დავითაძემ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა (165, 168, 171 კგ.), ხოლო აკვრაში 195 და 199 კილოგრამს გაუმკლავდა, 203 კგ კი ვეღარ დასძლია და ორჭიდის ჯამში მესამე ადგილი დაიკავა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო