საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ვიქტორ სანიკიძეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერან კალათბურთელს ხმის მქონე 39-მა სუბიექტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კალათბურთის ფედერაციას ვიქტორ სანიკიძე და მისი გუნდი უხელმძღვანელებს. ფედერაციაში ასევე დაკომპლექტდა ახალი გამგეობა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს ვიქტორ სანიკიძესა და მის გუნდს და მხარდაჭერას აღუთქვამს 2022 წელს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მზადებასა და ორგანიზებაში.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო