ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: „ სპორტის უნივერსიტეტი გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“

თეა წულუკიანი: „ სპორტის უნივერსიტეტი გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სპორტის უნივერსიტეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად სავალალო მდგომარეობაში მყოფი უნივერსიტეტის გამართულად მუშაობა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„სპორტის უნივერსიტეტი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ის უნდა აღვადგინოთ. ჩვენ სექტემბერში ჩავატარეთ მრავალმხრივი კომპლექსური ექსპერტიზა და სამწუხაროდ, ეს ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შესაძლებელია, ეს შენობა გამაგრებით სამუშაოებს აღარ დაექვემდებაროს. დღეს ძნელი სათქმელია, რა არის გამოსავალი, ვინაიდან ასეთ დროს ყველაფერი არის ფინანსებთან დაკავშირებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ნება, რომ ეს უნივერსიტეტი იმავე ადგილას აღვადგინოთ. ბევრმა თქვენგანმა ჩემზე უკეთ იცის სპორტის უნივერსიტეტის ისტორია, თუ რატომ არის ის დღეს ამ მდგომარეობაში.

რომ არა ის ადამიანები, ვინც იქ თავის დროზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გამაგრდნენ და იცავდნენ უნივერსიტეტს, წინა ხელისუფლება (აქ რომ ცარიელი სკამები არიან) ამ ინფრასტრუქტურას გაყიდიდა. ბევრი კომპონენტის გაყიდვაც იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ცარიელი სკამები, რომლებსაც არა მხოლოდ სკამები აქვთ ცარიელი, ვერ მოესწრნენ იმას, რომ სპორტის უნივერსიტეტი წაერთმიათ ქართული სპორტისთვის. სამაგიეროდ მოახერხეს ის, რომ დღეს შენობა არის სავალალო მდგომარეობაში და იმედი მაქვს, გამოინახება თანხები მის აღსადგენად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო