ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ვეტერანი კალათბურთელის გივი ბიჭიაშვილის გარდაცვალების გამო.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ვეტერანი კალათბურთელის გივი ბიჭიაშვილის გარდაცვალების გამო.

გივი ბიჭიაშვილი გახლდათ ქართული საკალათბურთო საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, 1970-1980-იან წლებში “თბილისის დინამოსა” და “ბურევესტნიკის” წევრი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი. 1968 წლიდან ბიჭიაშვილი საერთაშორისო სპორტის ოსტატის წოდებას ფლობდა, ხოლო 2017 წელს ის ქართული სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს გივი ბიჭიაშვილის ღვაწლს, უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს და ქართული სპორტის გულშემატკივრებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო