თეა წულუკიანი მაია ჩიბურდანიძისა და ნონა გაფრინდაშვილის თასების გათამაშების დახურვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე საერთაშორისო ტურნირების „მაია ჩიბურდანიძის თასი 2021“ და „ნონა გაფრინდაშვილის თასი 2021“ დახურვის ცერემონიას დაესწრნენ.

ღონისძიება თბილისის ჭადრაკის სასახლის ეზოში, პანდემიის მიზეზით დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ თავად ლეგენდარული მოჭადრაკეები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ზაზა ლომინაძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კომიტეტის წარმომადგენლები და საჭადრაკო ტურნირების მონაწილეები.

მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნონა გაფრინდაშვილსა და მაია ჩიბურდანიძეს საიუბილეო წელი მიულოცა - ნონა გაფრინდაშვილს წელს, 3 მაისს 80 წელი, ხოლო მაია ჩიბურდანიძეს 17 იანვარს 60 წელი შეუსრულდათ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჭადრაკის დედოფლების იუბილეების აღსანიშნავად სამინისტრო საზეიმო ღონისძიებას გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო ამაზე დროებით უარის თქმა მოუწია. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემია მალე გაივლის და სამინისტროს მიეცემა საშუალება მაია ჩიბურდანიძისა და ნონა გაფრინდაშვილის იუბილე ისე აღნიშნოს, როგორც ეს ამ ქალბატონებს ეკადრებათ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ქალბატონების ნონასა და მაიას მიერ მიღწეულ შედეგებს შენარჩუნება ჭირდება და ამ მიზნით თეა წულუკიანმა სამინისტროს სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა მოჭადრაკე და ჭადრაკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო ტურნირები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. „მაია ჩიბურდანიძის თასის“ გათამაშება 8-11 სექტემბერს, ხოლო „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ 13–16 სექტემბერს ჩატარდა. ასპარეზობა ორივე თასის გათამაშებისას ქალთა და ვაჟთა შორის მიმდინარეობდა. თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი 32 650 ლარს შეადგენდა, ასევე საპრიზო ფონდი იყო დაწესებული 18 600 ლარის ოდენობით 10 საუკეთესო მოჭადრაკისთვის.

ნონას გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშებებში საქართველოს ნაკრების წევრები და მიწვეული უცხოელი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. ტურნირის მონაწილეთა შორის ასევე იყვნენ: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის პრიზიორი ნანა ძაგნიძე, რომელიც დღევანდელი ტურნირების გამარჯვებულიცაა, მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები და საჭადრაკო ოლიმპიადის არაერთგზის პრიზიორები, ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე, საფრანგეთის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრები.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
ახალი ამბები

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო