ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ევროპის ზამთრის მე-14 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა

სარაევოსა და აღმოსავლეთ სარაევოში დასრულდა ევროპის ზამთრის მე-14 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობდა ევროპის 46 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე ასაკის 911 სპორტსმენი. საქართველოს დელეგაცია 6 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი (სამთო სათხილამურო სპორტი - ნოდარი კოზანაშვილი, გიორგი აბრამაშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, ნინო კურტანიძე, მაგატა ჯაფარიძე, ფიგურული ციგურაობა - ალინა ურუშაძე). სამწუხაროდ, ჩვენმა დელეგაციამ მედლის მოპოვება ვერ შეძლო. საუკეთესო შედეგი ალინა ურუშაძემ აჩვენა, რომელმაც 29 მოციგურავეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ნორვეგიამ დაიკავა. სკანდინავიელებმა 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მეორე ადგილზე შვეიცარია გავიდა 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით. მესამე ადგილი საფრანგეთს ერგო. ფრანგები 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.

2021 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ფინეთის სოფელი ვუოკატი უმასპინძლებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო