ქართველმა მთამსვლელებმა პაკისტანში ორი მწვერვალი დალაშქრეს
ქართველმა მთამსვლელებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს და პაკისტანში, ჰინდუკუშის მთათა სისტემაში ორი მწვერვალი დალაშქრეს. არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა ჯერ სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთის მარშრუტი დალაშქრეს, რომლის სიმაღლე 7,303 მეტრია და შემდეგ წარმატებული ასვლა განახორციელეს ლანგუტა-ბარფის 6,833 მეტრიან მწვერვალზე.
სარაგრარს აქვს მრავალფეროვანი მწვერვალები, ყველაზე მაღალი ჩრდილო -აღმოსავლეთით 7340 მეტრი სიმაღლეზე. აქ პირველად ავიდა 1959 წელს იტალიური ექსპედიცია ფოსკო მარინის ხელმძღვანელობით, ხოლო ლანგუტა-ბარფი პირველად დალაშქრა 1963 წელს პოლონურმა ექსპედიციამ, თუმცა საქართველოს ნაკრები პირველია, რომელმაც წარმატებით მიაღწია მწვერვალს სამხრეთიდან და ქართულ მთამსვლელობას საერთაშორისო სარბიელზე მორიგი აღიარება მოუტანა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო