იაკობიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი 4:3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


 ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 7 ოქტომბრიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.