ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, მადრიდში, ესპანეთის ნაკრები 25:19 დაამარცხა, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.

„ბორჯღალოსნები“ შემდეგ მატჩს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ 20 მარტს, ასევე სტუმრად, ქალაქ კალინინგრადში გამართავენ. სარაგბო დაპირისპირება 15:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

რაგბი ევროპის 2021/2022 წლების ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია. ტურნირის გამარჯვებული და მეორე ადგილოსანი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ, მესამე ადგილოსანი გუნდი კი ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.

 

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(+2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი)

II ტური

14 მარტი. მადრიდი

ესპანეთი – საქართველო 19:25

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. დემე თაფლაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გია ხარაიშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. დავით გიგაური, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ირაკლი ცხადაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. სანდრო თოდუა.

3 ლელო: ჯალაღონია, ტაბუცაძე, ბრეგვაძე

2 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო