ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის ფინალშია! საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ლეგენდარული როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, 1/2 ფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცი 2 სეტში - 7:6 (7:3), 6:1 დაამარცხა.
ფინალში ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შეხვდება და მორიგი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს. მატჩი 13 მარტს გაიმართება.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო