ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთი სტუმრადაც დაამარცხა!

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის შესარჩევ ეტაპზე სომხეთის ნაკრები, სტუმრად, 3:2 დაამარცხა. ერევანში გამართული მატჩი, თბილისში ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით, ბევრად დაძაბული გამოდგა და რომ არა საქართველოს ნაკრების მეკარის, ზვიად კუპატაძის თავგანწირული თამაში, ავთანდილ ასათიანის გუნდს გამარჯვების მოპოვება გაუჭირდებოდა.

საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვების შემდეგ, ჯგუფში მეორე ადგილზეა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად გადამწყვეტ შეხვედრას 9 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საფრანგეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს „პირველი არხი“ შემოგთავაზებთ.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო