ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა. თავისუფალ პროგრამაში ურუშაძე მეშვიდე ადგილს დასჯერდა. მანამდე, ახალგაზრდა მოციგურავემ მოკლე პროგრამა წარადგინა და მეოთხე ადგილი დაიკავა. საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამში ქართველმა სპორტსმენმა 151.29 ქულა დააგროვა და 29 მოციგურავეს შორის მეექვსე ადგილი დაისაკუთრა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო