საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრები 29:16 დაამარცხა. „ბორჯღალოსნები“ გამარჯვებასთან ერთად ბონუს ქულასაც დაეუფლნენ და 5 ქულით ტურნირის ლიდერები გახდნენ.
14 მარტს ლევან მაისაშვილის გუნდი მადრიდში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
რაგბი ევროპის 2021/2022 წლების ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია. ტურნირის გამარჯვებული და მეორე ადგილოსანი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ, მესამე ადგილოსანი გუნდი კი ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.
2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
(+2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი)
I ტური
6 მარტი. ლისაბონი
პორტუგალია – საქართველო 16:29
საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;
შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ბექა გიგაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. დავით გიგაური, 20. ირაკლი ცხადაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. დემე თაფლაძე.
5 ლელო: მოდებაძე, ბრეგვაძე, მელიქიძე, მამუკაშვილი, ჯალაღონია
2 გარდასახვა: მათიაშვილი
2 სინბინი: კვესელაძე, თხილაიშვილი
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
">