საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის შესარჩევ ეტაპზე სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი, ავთანდილ ასათიანის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების საპასუხო შეხვედრა 10 მარტს, ერევანში გაიმართება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს „პირველი არხი“ შემოგთავაზებთ.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
">