სპორტული ორგანიზაციების აღიარებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
	
	
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება სპორტული ორგანიზაციების აღიარების საკითხის განხილვის მიზნით. განაცხადებს განიხილავს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო - „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო“. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 აპრილი.
აღიარების საკითხის განხილვის მიზნით, სპორტული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას განცხადება, შემდეგი დანართით:
	- რეგისტრაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
 
	- ორგანიზაციის წესდება;
 
	- შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 
	- ორგანიზაციის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
 
	- საქმიანობის ანგარიში დანართი #1-ის შესაბამისად (ორგანიზაციის დაფუძნებიდან დღემდე);
 
	- სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა რაოდენობა დანართი #2-ის შესაბამისად (მონაცემების არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე).
 
სპორტული ორგანიზაციის აღიარების საკითხი განხილულ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია განაცხადის წარმოდგენამდე დაფუძნებულია სულ მცირე 6 თვით ადრე და მისი სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 
საკონტაქტო პირები:
თეო ბარამიძე - 591 30 45 83
მანანა შაფაქიძე - 593 22 34 73