ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
31-ე საჯარო სკოლას ახალი სპორტული მოედანი ექნება

თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 31-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიკო ჯანაშიამ დღეს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს, პარლამენტში დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს გია ვოლსკისა და „ჯინო კაპიტალის“ დირექტორს ნოდარ გიორგაძეს დაათვალიერებინა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება არსებული ინფრასტრუქტურა და მოსწავლეებს სულ მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ექნებათ.

31-ე საჯარო სკოლაში სპორტული მოედნის მოწყობა სკოლის დირექციასა და კომპანია „ჯინო კაპიტალის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის განხორციელებაში პირადად არის ჩართული „ჯინო კაპიტალის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, სამინისტრო სკოლების თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვასაც უზრუნველყოფს.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო