ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებულები არიან! ფინალში ბექაურმა (-90 კგ) ესპანეთის ნაკრების წევრი, ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა, ხოლო ზაალიშვილმა (+100) რუს ტამერლან ბაშაევს სძლია.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

გრან სლემის ვიცე-ჩემპიონი თემურ ნოზაძე (-60) გახდა. ბრინჯაოს მედლებს ეთერ ლიპარტელიანი (-57), ნუგზარ ტატალაშვილი (-73), ბექა ღვინიაშვილი (-90), ილია სულამანიძე (-100) და გურამ თუშიშვილი (+100) დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინც გრან სლემზე მედალს დაეუფლა.

ფოტო: International Judo Federation​

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებულები არიან!

ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებულები არიან! ფინალში ბექაურმა (-90 კგ) ესპანეთის ნაკრების წევრი, ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა, ხოლო ზაალიშვილმა (+100) რუს ტამერლან ბაშაევს სძლია.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

გრან სლემის ვიცე-ჩემპიონი თემურ ნოზაძე (-60) გახდა. ბრინჯაოს მედლებს ეთერ ლიპარტელიანი (-57), ნუგზარ ტატალაშვილი (-73), ბექა ღვინიაშვილი (-90), ილია სულამანიძე (-100) და გურამ თუშიშვილი (+100) დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინც გრან სლემზე მედალს დაეუფლა.

ფოტო: International Judo Federation​



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო