საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები 12:8 დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა! მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა შუშიაშვილი გახდა.
ხვალ, 18 თებერვალს დეიან სტანოევიჩის გუნდი, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს „სილქ უნივერსალი“ შემოგთავაზებთ.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 3 ლიცენზიისთვის 12 ნაკრები იბრძვის. საკვალიფიკაციო ტურნირს ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი მასპინძლობს.
">