აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა მე-10 რაუნდში ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა. ნაკამურა 9.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი კიდევ ერთმა ამერიკელმა, რეიტინგის 34-ე ნომერმა, ჯეფრი შიონგმა დაიკავა, რომელმაც ასევე 9.5 ქულა მოიპოვა.
‘Titled Tuesday Blitz’ შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი ყოველ სამშაბათს ტარდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.
Titled Tuesday Blitz - შედეგები
გიგა ყუფარაძე (საქართველო) – 10 ქულა
ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – 9.5 ქულა
ჯეფრი შიონგი (აშშ) – 9.5 ქულა
">