ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ალინა ურუშაძემ მოკლე პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა

ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს, რომელშიც 46 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს.
ოლიმპიურ ფესტივალში საქართველოს სახელით სამთო თხილამურობასა და ფიგურულ ციგურაობაში 6 სპორტსმენი ასპარეზობს.
პირველ საშეჯიბრო დღეს, 11 თებერვალს სამთო მოთხილამურეებმა სლალომში იასპარეზეს. სამწუხაროდ, გოგონებმა ტრასა ვერ დაასრულეს. რაც შეეხება ვაჟებს, ისინი 12 თებერვალს ჩაერთვნენ ასპარეზობაში. სამიდან მხოლოდ ნოდარ კოზანაშვილმა შეძლო ტრასის ბოლომდე გავლა. 105 მონაწილეს შორის ის 48-ე ადგილზე გავიდა.
ფიგურულმა მოციგურავემ ალინა ურუშაძემ გუშინ მოკლე პროგრამა წარადგინა და მეოთხე ადგილი დაიკავა. დღეს შეჯიბრება თავისუფალი პროგრამით გაგრძელდება, ხოლო სამთო მოთხილამურე ვაჟები გიგანტურ სლალომში იასპარეზებენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო