ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია!

ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია! -100 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, ლიპარტელიანმა აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა 3 შეხვედრა მოიგო.

კატარში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 5 მედალს (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) დაეუფლა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდა. ვარლამ ლიპარტელიანის გარდა, მასტერსის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გახდა, ვერცხლის მედალი ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს პრიზიორები კი ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ლაშა ბექაური (-90 კგ) გახდნენ.

ფოტო: International Judo Federation​



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო