ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო თასის გამარჯვებულია! 19-22 დეკემბერს გამართულ, ქალ მოჭადრაკეთა საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა მონაკოს საჭადრაკო კლუბი ‘Cercle d'Echecs de Monte-Carlo’, რომლის შემადგენლობაშიც წარმატებით ითამაშა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ. ძაგნიძემ ტიტულოვანი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული „მონტე-კარლოს“ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და 14 შესაძლებლობიდან 9 ქულა მოიპოვა.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა, პანდემიის გამო ონლაინ ფორმატში ჩატარდა. მონეგასკურმა საჭადრაკო კლუბმა 14 ქულა დააგროვა და ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო.

ნანა ძაგნიძე: „როგორც იცით, წინა წლებში ბათუმის „ნონას“ შემადგენლობაში ვთამაშობდი, მაგრამ რადგან ეს ტურნირი ჩატარდა ონლაინ ფორმატით, ბათუმის გუნდმა აღარ მიიღო მონაწილეობა. მონაკოს გუნდის შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი, ამ გუნდში წლების წინაც ვთამაშობდი და „მონტე-კარლოსთან“ ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიე. საინტერესო შეჯიბრი გამოვიდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 42 კლუბი, შეიძლება ითქვას რეკორდული რაოდენობა. ჯერ გავიარეთ შესარჩევი ეტაპი, რის შემდეგაც ჯგუფებიდან შეირჩა ევროპის 10 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც ითამაშეს ფინალური ეტაპი. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. გადამწყვეტ მატჩებში ჩემი გუნდისთვის ქულები მომქონდა, რაც გუნდურ შეჯიბრში ორმაგად მნიშვნელოვანია.“

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
ახალი ამბები
ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო თასის გამარჯვებულია!

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო