წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, „დინამო თბილისმა“ მონტენეგროს ქალაქ ჰერცეგ-ნოვის „იადრანი“ 11:8 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
„იადრანს“ სამ-სამი გოლი გაუტანეს ანდრო ბითაძემ და მარკო ელაჩამ, თითოჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება ვაპენსკიმ, ახვლედიანმა, ადეიშვილმა, ვაშიჩმა და სარიჩმა.
ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლის გათამაშებაში, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი აქვს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ზურაბ რურუას.
ჩემპიონთა ლიგის მომდევნო რაუნდის მატჩები მარტში გაიმართება.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო