https://judofest.ijf.org

მხარი დავუჭიროთ ქართველ ძიუდოისტებს!

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მხარი დავუჭიროთ ლუხუმ ჩხვიმიანსა და ტატო გრიგალაშვილს!

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები - ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2019-2020 წლების სეზონების შემაჯამებელი დაჯილდოების ნომინაციებში წარადგინა.

2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი წარდგენილია ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ძიუდოისტი“, 2020 წლის ევროპის ჩემპიონი დიდებსა და 23-წლამდელთა შორის, ტატო გრიგალაშვილი კი ნომინაციაში - „ამომავალი ვარსკვლავი“.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია შემაჯამებელი სეზონის საუკეთესოებს გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, 5 ნომინაციაში გამოავლენს - წლის იპონი, საუკეთესო კაცი ძიუდოისტი, საუკეთესო ქალი ძიუდოისტი, ამომავალი ვარსკვლავი და სამწვრთნელო მიღწევა.

გამოკითხვა 21 დეკემბერს დასრულდება, საუკეთესოები კი 27 დეკემბერს დასახელდებიან. ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შესაძლებელია ბმულზე:  https://judofest.ijf.org

მხარი დავუჭიროთ ქართველ ძიუდოისტებს!



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო