პარიზში, საფრანგეთში გასამართი რაგბის 2023 წლის მსოფლიოს თასის კენჭისყრა ჩატარდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021-2022 წლების გათამაშებაში გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე C ჯგუფში ითამაშებს. ამ შემთხვევაში, „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები იქნებიან: უელსი, ავსტრალია, ფიჯი და კვალიფიკაციის გამარჯვებული გუნდი, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა.
ამ ეტაპზე, ფინალური ეტაპის 20 მონაწილე გუნდიდან ცნობილია 12 ნაკრების ვინაობა, რომლებიც 2019 წელს იაპონიაში ჩატარებული მსოფლიოს თასის შედეგების მიხედვით შეირჩნენ. დარჩენილი 8 საგზურიდან ორი გათამაშდება ევროპაში. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021-2022 წლების გათამაშების გამარჯვებული და მეორე ადგილოსანი პირდაპირ მოიპოვებენ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს. მესამე ადგილზე გასული ნაკრები, საგზურისთვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო