საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საზოგადო მოღვაწის - რამაზ გოგლიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.
რამაზ გოგლიძე 1982-1986 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტს, იყო ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, 2008-2012 წლებში გახლდათ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.
მნიშვნელოვანია ბატონი რამაზის წვლილი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების საქმეში. ათწლეულების მანძილზე რამაზ გოგლიძე ერთგულად ემსახურა ქართულ სპორტს. როგორც გამორჩეული ლიდერი და ორგანიზატორი, აქტიურად მონაწილეობდა მასშტაბური პროექტების განხორციელებაში საქართველოსა და ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენის კავალერის წოდებით.
">