https://bit.ly/36SFfjx

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
გიორგი კვესელაძე შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოს ავტორია!

გიორგი კვესელაძის ლელო შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოდ დასახელდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშემ ხმათა 65.1% დააგროვა და საუკეთესო ლელოს ავტორი გახდა. კვესელაძემ ტურნირის გამორჩეული ლელო ირლანდიის ნაკრებთან დადო.

შემოდგომის ერთა თასი 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა. ტურნირში საქართველოსა და ფიჯისთან ერთად, ევროპის უძლიერესი ნაკრებები - ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი და იტალია მონაწილეობდნენ. შემოდგომის ერთა თასის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა.

გიორგი კვესელაძის ლელო იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/36SFfjx



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო