"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თბილისი ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს

თბილისის სპორტის სასახლე თებერვლის ბოლოს, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩებს, ე. წ. „ბაბლის პრინციპით“ უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება დღეს, 4 დეკემბერს, ფიბა-ს აღმასკომმა მიიღო.

მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, არაერთი შეჯიბრების ფორმატი შეიცვალა და ცვლილებები შეეხო კალათბურთსაც - ჩვენი ნაკრების ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩებს, ნოემბერში ფინეთმა უმასპინძლა. E-ჯგუფის გუნდებმა - სერბეთმა, ფინეთმა, შვეიცარიამ და საქართველომ ფინეთის ქალაქ ესპოოში ერთ დარბაზში ითამაშეს. ამავე პრინციპით ჩატარდა სხვა ჯგუფების მატჩებიც.

საქართველოს ნაკრები ოთხიდან ოთხი გამარჯვებით, თბილისში გასამართ მატჩებს, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით ხვდება. თებერვალში საქათველოს ნაკრები სერბეთსა და ფინეთს დაუპირისპირდება და შანსი ეძლევა, რომ პირველად, დამოუკიდებლობის შემდეგ, შესარჩევი ეტაპი ასპროცენტიანი შედეგით დაასრულოს.

მოგეხსენებათ, თბილისი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს თავიდანვე მიღებული აქვს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება. ამის მიუხედავად, ილიას ზუროსის გუნდი შესარჩევი ეტაპის მატჩებს, რომლებიც ჩვენი გუნდისთვის სატურნირო თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მობილიზებული ხვდება და შესარჩევ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს.

 

ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ეტაპი

15-23 თებერვალი, თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო - სერბეთი

ფინეთი - შვეიცარია

საქართველო - ფინეთი

სერბეთი - შვეიცარია 



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო