კანადის ქალაქ ვანკუვერის ცენტრალურ „სტენლის პარკში“, 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.
ქუმარიტაშვილის მემორიალის გახსნის იდეა კანადაში საქართველოს საელჩოსა და ვანკუვერის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციას ეკუთვნის.
ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, ამ მემორიალსაც სპეციალური სკამის სახე აქვს, რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს საელჩო, ვანკუვერის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციასთან ერთად, პატრონაჟს უწევს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია კანადელი ხალხისთვის ქართველი სპორტსმენის სახელის უკეთ გაცნობა და საქართველოს ცნობადობის გაზრდა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო