საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა!
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ესპოოში შვეიცარიის ნაკრები 91:84 დაამარცხა და ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
ჩვენს გუნდს თად მაკფადენმა 24, ხოლო თორნიკე შენგელიამ 17 ქულა მოუპოვა.
ილიას ზუროსის გუნდი E ჯგუფის დასკვნით შეხვედრებს 2021 წლის თებერვალში გამართავს. 18 თებერვალს, ქართველი კალათბურთელები სერბეთს, ხოლო 21 თებერვალს, ფინეთს დაუპირისპირდებიან.
ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატს საქართველო, გერმანია, იტალია და ჩეხეთი უმასპინძლებენ.
შვეიცარია 84:91 საქართველო - მატჩის სტატისტიკა