საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უერთდება გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, წელს კამპანია ონლაინ სივრცეში ტარდება და მისი თემატიკაა საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში გლობალური პანდემიის დროს.

კამპანიას უერთდებიან პედაგოგები, მეცნიერები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და გამოჩენილი სპორტსმენები. საქართველოს მასშტაბით, კამპანიაში ჩაერთნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო სკოლები, პროექტი ტელესკოლა, თეატრები, მუზეუმები, სპორტული ფედერაციები და კლუბები.

უნივერსიტეტებსა და სკოლებში ჩატარდება ონლაინ ლექციები და გაკვეთილები ქალთა უფლებების დაცვის თემაზე, იგივე თემატიკაზე ონლაინ-საჯარო ლექციებს გამართავს რამდენიმე მუზეუმი, თეატრები გამართავენ იმ სპექტაკლების ონლაინ ჩვენებას, სადაც ქალთა უფლებებზეა გამახვილებული ყურადღება, ქართველი სპორტსმენები კი ეროვნული ჩემპიონატების ფარგლებში გამართულ ყველა თამაშზე საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

სპეციალურად ამ კამპანიისთვის, სამინისტრომ მოამზადა კულტურულ ღონისძიებათა აფიშა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ღონისძიებათა განრიგი.

ღონისძიებათა განრიგი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/39lXHml

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უერთდება გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, წელს კამპანია ონლაინ სივრცეში ტარდება და მისი თემატიკაა საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში გლობალური პანდემიის დროს.

კამპანიას უერთდებიან პედაგოგები, მეცნიერები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და გამოჩენილი სპორტსმენები. საქართველოს მასშტაბით, კამპანიაში ჩაერთნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო სკოლები, პროექტი ტელესკოლა, თეატრები, მუზეუმები, სპორტული ფედერაციები და კლუბები.

უნივერსიტეტებსა და სკოლებში ჩატარდება ონლაინ ლექციები და გაკვეთილები ქალთა უფლებების დაცვის თემაზე, იგივე თემატიკაზე ონლაინ-საჯარო ლექციებს გამართავს რამდენიმე მუზეუმი, თეატრები გამართავენ იმ სპექტაკლების ონლაინ ჩვენებას, სადაც ქალთა უფლებებზეა გამახვილებული ყურადღება, ქართველი სპორტსმენები კი ეროვნული ჩემპიონატების ფარგლებში გამართულ ყველა თამაშზე საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

სპეციალურად ამ კამპანიისთვის, სამინისტრომ მოამზადა კულტურულ ღონისძიებათა აფიშა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ღონისძიებათა განრიგი.

ღონისძიებათა განრიგი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/39lXHml



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო