საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად, ქალაქ ესპოოში ფინეთის ნაკრები 91:85 დაამარცხა და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

ჩვენს გუნდს გიორგი შერმადინმა 27, თორნიკე შენგელიამ 19, ხოლო თად მაკფადენმა 14 ქულა მოუპოვა. ნაკრების დებიუტანტების, ალექსანდრე ფევაძისა და გივი ბაქრაძის ანგარიშზე, შესაბამისად 11 და 10 ქულაა.

30 ნოემბერს, ილიას ზუროსის გუნდი შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ შემოგთავაზებთ.

ფინეთი 85:91 საქართველო - მატჩის სტატისტიკა

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა!

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად, ქალაქ ესპოოში ფინეთის ნაკრები 91:85 დაამარცხა და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

ჩვენს გუნდს გიორგი შერმადინმა 27, თორნიკე შენგელიამ 19, ხოლო თად მაკფადენმა 14 ქულა მოუპოვა. ნაკრების დებიუტანტების, ალექსანდრე ფევაძისა და გივი ბაქრაძის ანგარიშზე, შესაბამისად 11 და 10 ქულაა.

30 ნოემბერს, ილიას ზუროსის გუნდი შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ შემოგთავაზებთ.

ფინეთი 85:91 საქართველო - მატჩის სტატისტიკა



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო