ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.

შესაბამისად, ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, სადაც მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის 8 სახეობაში მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ბაკურიანის კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება 2019 წლის 30 ივლისს გამართულ აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. 2020 წლის თებერვალში, საქართველოში EOC-ის შემფასებელი კომისიის წევრების ვიზიტისა და ოფიციალური შეხვედრების შემდეგ კი, კომიტეტის ხელმძღვანელობამ, წინასწარ დადგენილ ვადებში, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს პროტოკოლით გათვალისწინებული დოკუმენტების პაკეტი წარუდგინა.

საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის სამინისტროებთან, EOC-ის შესაბამის სამსახურთან, ზამთრის სახეობების ფედერაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან მუშაობის შედეგად, ერთობლივი ძალისხმევით მთავარი მიზანი ამ ეტაპისთვის მიღწეულია - საქართველო 2025 წლის მასშტაბური სპორტული ღონისძიების მასპინძელია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, საქართველომ წარმატებულად უმასპინძლა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, სადაც სპორტის 9 სახეობაში 50 ქვეყნის 3 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის თბილისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, აშენდა ახალი სპორტული დარბაზები და გარემონტდა არაერთი არსებული ობიექტი, საქართველომ კი განსაკუთრებული გამოცდილება მიიღო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

ამჯერად, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, აუცილებელია ბაკურიანში ზამთრის სპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, მასშტაბური თანამედროვე სასრიალო ტრასების გამართვა და ასევე, ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალი სპორტული მიზნებისთვის მომზადება ზამთრის სახეობებში.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
ახალი ამბები
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში გაიმართება

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო