საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი ტატო გრიგალაშვილი 2020 წლის ევროპის ჩემპიონია!
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ჯამში ხუთი ორთაბრძოლის მოგება შეძლო, ფინალურ დაპირისპირებაში მან ბულგარეთის წარმომადგენელი ივაილო ივანოვი დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ლუკა მაისურაძე (-81) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 21 ნოემბერს დასრულდება.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო