ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა!
საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი „ოკჟეტპესი“ 2:1, ხოლო მეორე ეტაპზე რუმინეთის მრავალგზის და მოქმედი ჩემპიონი „ოლიმპია კლუჟი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი რუმინელთა კარში ხატია ჭყონიამ მატჩის 68-ე წუთზე გაიტანა.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის 1/16 ფინალში ევროპის უძლიერესი გუნდები იასპარეზებენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო