რუსთავმა კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს უმასპინძლა
27 სექტემბერს, ევროპის სპორტის კვირეულის - #BeActive ფარგლებში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 9 ლიცენზირებულმა ავტომრბოლელმა. პირველი ადგილი 20 ქულით გიორგი წამალაშვილმა დაიკავა. მეორე ადგილზე 18 ქულით სანდრო ქაჯაია, ხოლო მესამე ადგილზე 15 ქულით ნოდარ კოვზირიძე გავიდა.
ღონისძიება GoKartGeorgia-ს ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ფოტო: საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია