94:63
ქვემოქართლურ გუნდს წელს დიდი ამბიცია ექნება. ანატოლი ბოისასა და მიხეილ ბერუაშვილის გაწვთნილმა გუნდმა თავი სოლიდურ შემადგენლობას მოუყარა და საკუთარი ძალა პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გამოაჩინა. რუსთაველებმა “მგზავრები” 31 ქულით – 94:63 დაამარცხეს. თუმცა სათქმელია, რომ სადებიუტო წუთებში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი თბილისური გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და თავდაპირველად 9:0 დაწინაურდა. 

ქვემოქართლელებმა ანგარიში მე-8 წუთზე გაათანაბრეს, რის შემდეგაც დაწინაურდნენ და დარჩენილ დროში მეტოქისთვის შანსი აღარ მიუციათ. 3 ამერიკელი ლეგიონერი, რომელთაგან ერთი, მაიკ დევისი წინა სეზონში “კაკტუსში” თამაშობდა, მოწოდების სიმაღლეზე იყო. ამერიკელებს მხარს ქართველი მოთამაშეებიც უბამდნენ და “რუსთავმა” საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა.

გამარჯვებულებს 20 ქულით ჯილან ვაშინგტონმა ულიდერა. 12-12 ქულა დააგროვეს გუგა პატაშურმა და მაიკ დევისმა. 10 ქულა მალიქ უაითის ანგარიშზეა. “მგზავრებში” 23 ქულით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე. 16 ქულა ამერიკელმა ტეილორ ედვეიმ დააგროვა. 

“ა” ჯგუფის მესამე წევრი თსუ ისვენებდა, რომელიც ხვალ, 12:00 საათზე “რუსთავს” დაუპირისპირდება. 

შეგახსენებთ, რომ თამაშებზე მაყურებელთა დასწრება აკრძალულია. თამაშების პირდაპირი ტრანსლაციის ყურება ჩვენს საიტზე, თამაშის ლაივ-სტატისტიკის გვერდზე მიმდინარე ვიდეო-სთრიმის საშუალებითაა შესაძლებელი.

კაკტუსი – ტიტები (“ბ” ჯგუფი)
სტატისტიკა: 92:68
ამ მატჩში მთავარი მწვრთნელის რანგში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელის, მანუჩარ მარკოიშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა. “ტიტების” თავკაცმა მისი პირველი საკარიერო შეხვედრა დათმო. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ საკუთარ თამაშს მიაგნო, გამართული კომბინაციები გაათამაშა და მესამე ათწუთეულის 21:14 მოგებით გამარჯვების მყარი საფუძველი შეიქმნა.

ბოლო პერიოდში “ტიტებმა” ვერავერი შეცვალა, ათწუთეული 12:30 დათმო და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 68:92 დამარცხდა. კაკტუსელთაგან 27 ქულით, 8 მოხსნით და 4 პასით საუკეთესო იყო ჰამაჯ ჯონსი. სანდრო სანაძე გამარჯვებულებს 23 ქულით შეეხიდა. 14 ქულა ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. “ტიტებში” ორმაგი დუბლი (11 ქულა, 10 მოხსნა) ჰქონდა ბრენდან აუგბორნსს, 10 ქულა კი დავით ლომიძის ანგარიშზეა. 

ამავე ჯგუფის მესამე წევრი, თბილისის “ვერა” დღეს ისვენებდა და მემორიალში ხვალ, “ტიტებთან” მატჩით (15:00) ჩაერთვება. 

ქუთაისი – ოლიმპი (“გ” ჯგუფი)
სტატისტიკა: 77:75
დღევანდელი ტურის ბოლო მატჩი ყველაზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ერთმანეთს “ოლიმპი” და “ქუთაისი” შეხვდნენ. მატჩის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა. ქუთაისელთა გამოცდილმა ცენტრმა, ილია ლონდარიძემ თანაგუნდელ კაჰიმ რენსომის აცილებული სამქულიანი მოხსნა და ფარქვეშიდან კალათში მოათავსა. ბურთმა რომ ოლიმპელთა კალათის ბადე გაიარა, საფინალო სირენაც გაისმა – 77:75 იმერული კლუბის სასარგებლოდ.

ოლიმპელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ლეგიონერების გარეშე თამაშის მიუხედავად მათ გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდათ. სამი ამერიკელი თბილისში ახალი ჩამოსულია, რომლებიც თამაშზე კი იყვნენ, მაგრამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. ქუთაისელებს კი ზემოთნახსენებ ლონდარიძესთან ერთად გამოცდილი აკაკი დვალიშვილიც ჰყავდათ და 2 ამერიკელი ლეგიონერიც – კაჰიმ რენსომი და დეჟუან რაითი.

დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა პირველი პერიოდი 28:12 მოიგეს და მეტსაც იზამდნენ, ქუთაისელებს თამაში რომ არ გამოესწორებინათ. კოტე ტუღუშმა წუთშესვენებები აიღო, გარკვეული გადაადგილებები გააკეტა და თავისიანები გამოაცოცხლა. იმერულმა კლუბმა მედგარი დაცვითა და სწრაფი შეტევებით ჯერ თამაში, პირველი ტაიმის მიწურულს კი ანგარიშიც გაათანაბრა. 

დიდი შესვენების შემდეგ თანაბარი ორთაბრძოლა გაგრძელდა და მატჩი თითქმის ოვერტაიმში გადავიდა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ილია ლონდარიძემ თანაბარ ანგარიშზე, საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

20 ქულითა და 8 მოხსნით ქუთაისელებს დეჯუან რაითმა ულიდერა. 13 ქულა ლონდარიძემ, 12-12 ლევან გრძელიძემ და გიორგი ბარბაქაძემ მოაგროვეს. აკაკი დვალიშვილმა ფარქვეშ კარგად იმუშავა და 12 მოხსნასთან ერთად 6 ქულაც ჰქონდა. “ოლიმპში” 25 ქულით ლუკა კალატოზიშვილი გამოირჩა, 23 ქულა კი ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე დაგროვდა.

“გ” ჯგუფის მესამე წევრი, “ცხუმ-აფხაზეთი” მემორიალში ხვალ, “ქუთაისთან” მატჩით (16:00) ჩაერთვება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია - GBF.GE

ფოტო: მირიან ჩხეიძე

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
დუდუ დადიანის მემორიალის 2020 წლის გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დუდუ დადიანის მემორიალით საკალათბურთო სეზონი გაიხსნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი 2002 წლიდან იმართება და წლეულს ის მე-19-ედ ტარდება.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას სუპერლიგის 9 გუნდი იღებს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ. დღეს პირველი ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

რუსთავი – მგზავრები (“ა” ჯგუფი)
სტატისტიკა: 94:63
ქვემოქართლურ გუნდს წელს დიდი ამბიცია ექნება. ანატოლი ბოისასა და მიხეილ ბერუაშვილის გაწვთნილმა გუნდმა თავი სოლიდურ შემადგენლობას მოუყარა და საკუთარი ძალა პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გამოაჩინა. რუსთაველებმა “მგზავრები” 31 ქულით – 94:63 დაამარცხეს. თუმცა სათქმელია, რომ სადებიუტო წუთებში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი თბილისური გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და თავდაპირველად 9:0 დაწინაურდა. 

ქვემოქართლელებმა ანგარიში მე-8 წუთზე გაათანაბრეს, რის შემდეგაც დაწინაურდნენ და დარჩენილ დროში მეტოქისთვის შანსი აღარ მიუციათ. 3 ამერიკელი ლეგიონერი, რომელთაგან ერთი, მაიკ დევისი წინა სეზონში “კაკტუსში” თამაშობდა, მოწოდების სიმაღლეზე იყო. ამერიკელებს მხარს ქართველი მოთამაშეებიც უბამდნენ და “რუსთავმა” საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა.

გამარჯვებულებს 20 ქულით ჯილან ვაშინგტონმა ულიდერა. 12-12 ქულა დააგროვეს გუგა პატაშურმა და მაიკ დევისმა. 10 ქულა მალიქ უაითის ანგარიშზეა. “მგზავრებში” 23 ქულით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე. 16 ქულა ამერიკელმა ტეილორ ედვეიმ დააგროვა. 

“ა” ჯგუფის მესამე წევრი თსუ ისვენებდა, რომელიც ხვალ, 12:00 საათზე “რუსთავს” დაუპირისპირდება. 

შეგახსენებთ, რომ თამაშებზე მაყურებელთა დასწრება აკრძალულია. თამაშების პირდაპირი ტრანსლაციის ყურება ჩვენს საიტზე, თამაშის ლაივ-სტატისტიკის გვერდზე მიმდინარე ვიდეო-სთრიმის საშუალებითაა შესაძლებელი.

კაკტუსი – ტიტები (“ბ” ჯგუფი)
სტატისტიკა: 92:68
ამ მატჩში მთავარი მწვრთნელის რანგში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელის, მანუჩარ მარკოიშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა. “ტიტების” თავკაცმა მისი პირველი საკარიერო შეხვედრა დათმო. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ საკუთარ თამაშს მიაგნო, გამართული კომბინაციები გაათამაშა და მესამე ათწუთეულის 21:14 მოგებით გამარჯვების მყარი საფუძველი შეიქმნა.

ბოლო პერიოდში “ტიტებმა” ვერავერი შეცვალა, ათწუთეული 12:30 დათმო და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 68:92 დამარცხდა. კაკტუსელთაგან 27 ქულით, 8 მოხსნით და 4 პასით საუკეთესო იყო ჰამაჯ ჯონსი. სანდრო სანაძე გამარჯვებულებს 23 ქულით შეეხიდა. 14 ქულა ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. “ტიტებში” ორმაგი დუბლი (11 ქულა, 10 მოხსნა) ჰქონდა ბრენდან აუგბორნსს, 10 ქულა კი დავით ლომიძის ანგარიშზეა. 

ამავე ჯგუფის მესამე წევრი, თბილისის “ვერა” დღეს ისვენებდა და მემორიალში ხვალ, “ტიტებთან” მატჩით (15:00) ჩაერთვება. 

ქუთაისი – ოლიმპი (“გ” ჯგუფი)
სტატისტიკა: 77:75
დღევანდელი ტურის ბოლო მატჩი ყველაზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ერთმანეთს “ოლიმპი” და “ქუთაისი” შეხვდნენ. მატჩის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა. ქუთაისელთა გამოცდილმა ცენტრმა, ილია ლონდარიძემ თანაგუნდელ კაჰიმ რენსომის აცილებული სამქულიანი მოხსნა და ფარქვეშიდან კალათში მოათავსა. ბურთმა რომ ოლიმპელთა კალათის ბადე გაიარა, საფინალო სირენაც გაისმა – 77:75 იმერული კლუბის სასარგებლოდ.

ოლიმპელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ლეგიონერების გარეშე თამაშის მიუხედავად მათ გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდათ. სამი ამერიკელი თბილისში ახალი ჩამოსულია, რომლებიც თამაშზე კი იყვნენ, მაგრამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. ქუთაისელებს კი ზემოთნახსენებ ლონდარიძესთან ერთად გამოცდილი აკაკი დვალიშვილიც ჰყავდათ და 2 ამერიკელი ლეგიონერიც – კაჰიმ რენსომი და დეჟუან რაითი.

დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა პირველი პერიოდი 28:12 მოიგეს და მეტსაც იზამდნენ, ქუთაისელებს თამაში რომ არ გამოესწორებინათ. კოტე ტუღუშმა წუთშესვენებები აიღო, გარკვეული გადაადგილებები გააკეტა და თავისიანები გამოაცოცხლა. იმერულმა კლუბმა მედგარი დაცვითა და სწრაფი შეტევებით ჯერ თამაში, პირველი ტაიმის მიწურულს კი ანგარიშიც გაათანაბრა. 

დიდი შესვენების შემდეგ თანაბარი ორთაბრძოლა გაგრძელდა და მატჩი თითქმის ოვერტაიმში გადავიდა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ილია ლონდარიძემ თანაბარ ანგარიშზე, საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

20 ქულითა და 8 მოხსნით ქუთაისელებს დეჯუან რაითმა ულიდერა. 13 ქულა ლონდარიძემ, 12-12 ლევან გრძელიძემ და გიორგი ბარბაქაძემ მოაგროვეს. აკაკი დვალიშვილმა ფარქვეშ კარგად იმუშავა და 12 მოხსნასთან ერთად 6 ქულაც ჰქონდა. “ოლიმპში” 25 ქულით ლუკა კალატოზიშვილი გამოირჩა, 23 ქულა კი ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე დაგროვდა.

“გ” ჯგუფის მესამე წევრი, “ცხუმ-აფხაზეთი” მემორიალში ხვალ, “ქუთაისთან” მატჩით (16:00) ჩაერთვება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია - GBF.GE

ფოტო: მირიან ჩხეიძე



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო