ქართული სპორტის გამორჩეულ წარმომადგენელს, ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს 27 წელი შეუსრულდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ლაშას იუბილეს და მეორე ქალიშვილის, ელენეს შეძენას.
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროში გახდა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ მოიპოვა (2015, 2017, 2018, 2019), ასევე ოთხჯერ დაეუფლა ოქროს მედალს ევროპის ჩემპიონატზე - 2016, 2017, 2018 და 2019 წელს ბათუმში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე.
ტალახაძე გახლავთ მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი და სამგზის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ვერსიით.
ლაშა 2016, 2018 და 2019 წელს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
ის გახლავთ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი და რიო-დე-ჟანეიროს საპატიო მოქალაქე.