26-27 სექტემბერს, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით, „თბილისი ჰილსში“ გაიმართა საქართველოს რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატი. ჩემპიონატი მამაკაცთა და ქალთა შორის ჩატარდა და მასში 20-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა.
მამაკაცთა შორის ჩემპიონატის გამარჯვებული ზაურ გაბაიძე გახდა. მეორე ადგილი დაიკავა ქართლოს დიასამიძემ, ხოლო მესამე ადგილზე ჟან-პატრიკ ვოისინი გავიდა.
ქალთა შორის ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს თამარ ბეციაშვილი დაეუფლა. მეორე ადგილი ნათია შუბლაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მაკა გოცირიძე გახდა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
ფოტო: საქართველოს გოლფის ფედერაცია
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო