თანამედროვე ქართული ძალოსნობის გამორჩეულ წარმომადგენელს, ოლიმპიურ ჩემპიონს, გიორგი ასანიძეს 45 წელი შეუსრულდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ბატონ გიორგის იუბილეს და პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმატებებს უსურვებს.
გიორგი ასანიძე ოლიმპიური ჩემპიონი 2004 წელს, ათენში გახდა. 4 წლით ადრე, სიდნეიში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ასევე არის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის 3-გზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი.
2013 წლიდან, ასანიძე საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით, ქართველი ძალოსნები წარმატებულად ასპარეზობენ საერთაშორისო ტურნირებზე.
2018 წელს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ეროვნული ნაკრების დამრიგებელი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
გიორგი ასანიძე არის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერი.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო