ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
კობა წაქაძეს 86 წელი შეუსრულდა

19 აგვისტოს ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში - კობა წაქაძეს 86 წელი შეუსრულდა.

კობა წაქაძე ზამთრის სახეობებში ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც 1956-1972 წლებში ზამთრის ოთხ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა (თანამედროვე ეპოქაში ასევე 4 ოლიმპიური თამაშების (2006-2018) მონაწილეა სამთო მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი).

კობა წაქაძე საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელია. მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის და ღირსების ორდენის კავალერის წოდება. 

კარიერის მანძილზე კობა წაქაძემ 54 შეჯიბრში გაიმარჯვა, განსაკუთრებული პოპულარობა მან გასული საუკუნის 50-60-იან წლებში მოიპოვა, აქტიური სპორტული კარიერა კი 1972 წელს, 38 წლის ასაკში დაასრულა. კობა წაქაძე ბაკურიანში დაიბადა, სადაც ოჯახთან ერთად მისი სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ბატონ კობას დაბადების დღეს, მას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს!



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო