#BeActiveatHome დასრულდა. კამპანია, რომელიც 2 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, მიზნად ისახავდა პანდემიის პერიოდში საზოგადოების ჩართვას სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში.
კამპანიის ფარგლებში, კვირაში ორჯერ, საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ფეისბუქ გვერდის საშუალებით, მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები პირდაპირ ეთერში პასუხობდნენ გულშემატკივრების მიერ დასმულ კითხვებს. ჩართვის ფარგლებში, სპორტსმენები მაყურებელს კამპანიის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ, ასევე საუბრობდნენ ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და პანდემიის შედეგად შეცვლილ ყოველდღიურობაზე.
კამპანიის მთავარი მიზანი მოსახლეობის გააქტიურება და პანდემიის პერიოდში მათი მოტივაციის ამაღლება იყო. სახელოვანი და ტიტულოვანი სპორტსმენები მოუწოდებდნენ და მაგალითს აძლევდნენ მოსახლეობას, რომ ფიზიკურად მეტად აქტიურები ყოფილიყვნენ, ევარჯიშათ უსაფრთხო გარემოში და ეცხოვრათ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც მთავარია სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით.
დიდი მადლობა კამპანიაში ჩართულ თითოეულ სპორტსმენს, რომლებმაც მთავარი როლი შეასრულეს კამპანიის წარმატებულად განხორციელებაში. მადლობა თითოეულ ფედერაციას, სპორტულ კლუბს და გულშემატკივრებს, რომელთა აქტიურობამ სპორტსმენების ჩართვები კიდევ უფრო საინტერესო და ინტერაქტიული გახადა.
ევროპის სპორტის კვირეულის ოფიციალური წარმომადგენელი/კოორდინატორი ქვეყნის მასშტაბით - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
">