ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ნარდის ონლაინ ტურნირის გამარჯვებული ლევან ქარელი გახდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მსოფლიოს ნარდის ფედერაციის, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და კომპანია „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით ნარდში ონლაინ ტურნირი ჩატარდა.

ტურნირი ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში 10 ივლისიდან 23 ივლისამდე გაგრძელდა და გამარჯვებული 76 მონაწილეს შორის გამოვლინდა. ტურნირის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა ლევან ქარელი, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა სოინგულ ამიროვმა, ხოლო მესამე ადგილი და შესაბამისად ბრინჯაოს მედლები გაინაწილეს - კახაბერ ნაჭყებიამ და კობა გოგოლაძემ.

დღეს, 7 აგვისტოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საუკეთესოების დაჯილდოება გაიმართა. ჩემპიონ-პრიზიორებს და ასევე საუკეთესო 8 სპორტსმენში შესულ მონაწილეებს სიგელები გადასცეს - სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზურაბ ბაქრაძემ და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსმა ვასილ ლიპარტელიანმა.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო