ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
შოთა ჩოჩიშვილს 70 წელი შეუსრულდებოდა

10 ივლისი ლეგენდარული სპორტსმენის, ძიუდოში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის - შოთა ჩოჩიშვილის დაბადების დღეა. მიუნჰენის (1972) ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს და მონრეალის (1976) ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, 70 წელი შეუსრულდებოდა.

შოთა ჩოჩიშვილი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორი და საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანია ქართულ ჭიდაობაში (1972, 1977), ასევე გახლდათ არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ძიუდოში.

ჩოჩიშვილი ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერია, მის სახელს ატარებს საქართველოს ძიუდოს აკადემია. 2015 წელს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF), შოთა ჩოჩიშვილი „დიდების დარბაზის“ წევრად აღიარა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო