ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მესამე მატჩიც მოიგო

ფუსტალში მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა დანიას 6:2 სძლია. ჩვენმა ფუტსალელებმა მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და სამივე მეტოქე (გერმანია, ისრაელი, დანია) დამაჯერებლიად დაამარცხეს. ამასთან, მოწინააღმდეგეთა კარში 18 ბურთი გაიტანეს და საკუთარში მხოლოდ 3 მიიღეს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა დ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეინ რაუნდის საგზური მოიპოვა. მეინ რაუნდში საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ესპანეთის, პოლონეთისა და ფინეთის ნაკრებები ერგო. პირველი ჯგუფის მატჩებს 22-27 ოქტომბერს პოლონეთი უმასპინძლებს. ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ ელიტ რაუნდში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი შესარჩევი ეტაპია. ელიტ რაუნდი 2020 წელს, 28 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.   



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო