ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქართველ და აზერბაიჯანელ მოჭადრაკეებს შორის ონლაინ ტურნირი „აბრეშუმის გზის თასი“ ჩატარდა

26-28 მაისს, ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა ჭადრაკის ონლაინ ტურნირი „აბრეშუმის გზის თასი“, რომლის გენერალური სპონსორი გახლდათ კომპნია „სოკარი“.

ორდღიანი ტურნირი საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეებთან დაკავშირებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ქართველმა და აზერბაიჯანელმა მოჭადრაკეებმა მიიღეს. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 20 ათასი ევრო იყო და ეს თანხა ვაჟთა და ქალთა შორის, 36 საუკეთესო მოჭადრაკეს შორის გადანაწილდა.

ქართველთაგან საპრიზო სამეულში შესვლა საქართველოს ნაკრების წევრებმა მოახერხეს. ვაჟებში, ბაადურ ჯობავამ 11 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა ტურნირის გამარჯვებულ რაუფ მამედოვს. ქალთა შორის პირველი ადგილი და ოქროს მედალი ნანა ძაგნიძემ მოიპოვა, რომელმაც 8 ქულა დააგროვა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ მერი არაბიძეს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო